ქემაშვილი: ორგანიზმში რეგენერაციული მექანიზმები არსებობს სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ...

ფიზიოთერაპევტი ნუნუ ქემაშვილი ორგანიზმის რეგენერაციულ მექანიზმზე საუბრობს.
Sputnik

„რომ არ იყოს დამცავი და რეგენერაციული მექანიზმები, ადამიანები ვერ იარსებებენ. ამიტომ მედიკოსებისგან მეტი ცოდნა მოითხოვება ამ საკითხის მიმართ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში არის შესაძლებლობა გავაღვიძოთ ბუნებრივი რეგენერაციული მექანიზმები, რათა სხვადასხვა სახის დაავადებების პრობლემები აღმოიფხვრას“, – აღნიშნა ნუნუ ქემაშვილმა.

ფიზიოთერაპევტის განმარტებით, რეგენერაციული მექანიზმები არსებობს სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ქრონიკული დაავადებების გამო ხდება მიმოცვლითი პროცესების დარღვევა, რის შედეგადაც ქსოვილში ნელდება ფიზიოლოგიური პროცესები.