თბილისში მწერალთა სახლი გაქურდეს

მოპარულია ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის ნივთები
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისში მთაწმინდაზე მწერალთა სახლი გაქურდეს, იუწყება ტელეარხი Imedi.

მინისტრის აგარაკის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ტელეარხის ინფორმაციით, მოპარულია ქართველი გამოჩენილი მეცნიერის, მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები. გასული საუკუნის დასაწყისში სწორედ სარაჯიშვილმა ააშენა მწერალთა სახლის შენობა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით, რაც ჯარიმას, ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.