Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი თაყვანისმცემლების წინაზე Black Sea Arena-ს სცენაზე წარდგება.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი და სიმღერების ავტორი ჯესი ჯეი (Jessie J) საქართველოში პირველად კონცერტს 2019 წლის 6 აგვისტოს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე გამართავს.

კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ არის მიმართული, ნათქვამია Black Sea Arena-ს Facebook-გვერდზე.

ბილეთების გაყიდვა ვებ-გვერდებზე tkt.ge და eventer.ge ოთხშაბათს, 8 მაისს, 20:00 საათიდან დაიწყება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა თემაზე, მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვას ისურვებდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები Black Sea Arena-ს სცენაზე. კენჭისყრაში წარმოდგენილი იყვნენ მერაია კერი, უილ სმიტი, კაილი მინოუგი, Sade, Sting, Depeche Mode, Moby, Earth, Wind and Fire, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და Jessie J.

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ს საზაფხულო სეზონი 16 ივნისს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ The Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნება.