საშინელი ტრაგედია „შერემეტიევოში“ – აალებული თვითმფრინავის ფოტოები

Sputnik

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი კატასტროფის შედეგად ორმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, კვირა საღამოს საგანგებოდ დაეშვა შერემეტიევოს აეროპორტში 28-წუთიანი ფრენის შემდეგ. თვითმფრინავის დასმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე ცდის შემდეგ მოხერხდა. დაჯდომისას თვითმფრინავს საყრდენები დაუზიანდა და ძრავებს ცეცხლი მოეკიდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

დაღუპული მგზავრების ოჯახები მთავრობისგან 1 მილიონი რუბლის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, დაშავებულები – 500 ათას რუბლს.

ტრაგედიის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების განკარგულება გასცა. „როსტრანსნადზორი“, თავის მხრივ, შეამოწმებს კომპანია „აეროფლოტს“, „შერემეტიევოს“ და საჰაერო მიმოსვლის ორგანიზების სახელმწიფო კორპორაციას.

 

1 / 10
კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, კვირა საღამოს საგანგებოდ დაეშვა შერემეტიევოს აეროპორტში 28 წუთიანი ფრენის შემდეგ
2 / 10
თვითმფრინავის დასმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ მეორე ცდის შემდეგ მოხერხდა. დაჯდომისას თვითმფრინავს საყრდენები დაუზიანდა და ძრავებს ცეცხლი მოეკიდა
3 / 10
აალებული თვითმფრინავის კადრები შოკის მომგვრელია
4 / 10
დაიწყო ხალხის გამოყვანა თვითმფრინავიდან, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა
5 / 10
შერემეტიევოს აეროპორტში სასწრაფო დახმარების უამრავი ეკიპაჟი მივიდა
6 / 10
ტრაგედიის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის ჩამოყალიბების განკარგულება გასცა
7 / 10
ტრაგედიასთან დაკავშირებით მურმანსკის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
8 / 10
როსტრანსნადზორი, თავის მხრივ, შეამოწმებს კომპანია „აეროფლოტს“, შერემეტიევოს და „გოსკორპორაციას“ საჰაერო გადაადგილების სწორად ორგანიზებაზე
9 / 10
ის, რაც დარჩა „აეროფლოტის“ Superjet 100-სგან აალების შემდეგ
10 / 10
ყვავილები, სანთლები და სათამაშოები მურმანსკის აეროპორტში კატასტროფის შედეგად დაღუპულთა პატივის მისაგებად