გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან 78 წლის პაციენტი გადახტა

კლინიკის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან მამაკაცი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

78 წლის პაციენტს ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. რა გახდა თვითმკვლელობის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. კლინიკის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.