წყალტუბოში მდინარეში გაუჩინარებულ 68 წლის მებადურს ეძებენ

ჯერჯერობით, მაშველებმა მხოლოდ ნავი და ტანსაცმელი იპოვეს
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში ათი დღეა, დაკარგულ კაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რუსთავში 15 წლის დაკარგული გოგონა იპოვეს

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 68 წლის კაცი მდინარე რიონში საღამოს 16:00 საათზე სათევზაოდ, თვითნაკეთი ნავით შევიდა.

ერთ კვირაზე მეტია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 კაციანი ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობის რეჟიმში სანაპიროს მონიტორინგს დრონით და ნავით ახორციელებს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები. ჯერჯერობით, მაშველებმა მხოლოდ ნავი და ტანსაცმელი იპოვეს.

ნათესავების თქმით, უბედური შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.