ტრაგედია კახეთში: 42 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში 42 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს გელა გერმანაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მისივე თანასოფლელი და მეზობელია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემზარავი ტრაგედია: ყანდაურაში მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა >>

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.