პეკინის ქუჩაზე მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა

მეზობლების განცხადებით, 45 წლამდე ქალბატონი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში - პეკინის 41 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ქალი გადმოვარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მეზობლების განცხადებით, 45 წლამდე ქალბატონი სარეცხს ფენდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და აივნიდან გადმოვარდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.