იყალთოში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 5 მაისი -  Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გურჯაანში 27 წლის მამაკაცი  დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრაგედია კახეთში: 42 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 42 წლის თანასოფლელს, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს გელა გერმანაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ  ბრალდებული მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.