თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ევროპის დღეებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს დილის 06:00 საათამდე შეიზღუდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვების გამო შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი. კერძოდ, კვირას შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ ავტობუსები N31, N44, N50, N55, N71, N102 и N80.
ევროპის დღეები - ეს არის ღონისძიებათა სერია, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიების მიზანია - საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ პროგრამების გაცნობა, რომელსაც ქვეყანაში ევროკავშირი ახორციელებს.