ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე პრობლემებია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროებაა
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე  უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: საკონტროლო პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.