„საქართველოს გაუმარჯოს“ – ილია გლინნიკოვი საქართველოში დაბრუნდა

მსახიობმა ილია გლინნიკოვმა თბილისის ისტორიული ცენტრის ფოტო ატვირთა
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი, ტელეწამყვანი ილია გლინნიკოვი ექვსი თვის შემდეგ კვლავ საქართველოშია - მამამისის სამშობლოში.

„საქართველოს გაუმარჯოს“ - წერს ილია Facebook-ის და Instagram-ის საკუთარ გვერდებზე.

მსახიობი ღამის თბილისის და ნარიყალას ფონზეა აღბეჭდილი.

მსახიობის „სთორიზში“ ვხედავთ, რომ ილია ეკონტაქტება თავის ნათესავ გოგონას და მას მიმართავს „ჩემო ოქრო“.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს

ბოლოჯერ ილია საქართველოში 2017 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

მსახიობი ილია გლინნიკოვი - სერიალ „ინტერნების“ ვარსკვლავი და რომანტიკული შოუ „ხალასტიაკის“ მეხუთე სეზონის გმირია. პროექტის ფინალში გლინნიკოვმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ფინალში გასული გოგონები ჩამოიყვანა საქართველოში, სადაც ისინი თავის ქართველ ნათესავებს გააცნო. საბოლოო ჯამში ილიამ აირჩია ეკატერინა ნიკულინა, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2018 წლის იანვარში ეკატერინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

2019 წელს ილია გლინნიკოვი გახდა რეალიტი-შოუს „ბოლო გმირი. მსახიობები ექსტრასენსების წინააღმდეგ“ პირველი სეზონის მონაწილე.