რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - ვიდეო

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რიკოთის გვირაბთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება პირველი არხი.

ადგილზე ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ჯერ კვლავ შემთხვევის ადგილზე რჩებიან.

რატომ გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს, ჯერჯერობით უცნობია.