მთაწმინდის პარკი ჩაის და თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ფესტივალზე წარმოდგენილი  ჩაი, თაფლი და სხვადასხვა სახის ნუგბარი.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 5 მაისს მთაწმინდის პარკში ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ სვანიძე: გეპატიჟებით ჩაისა და თაფლის ფესტივალზე მთაწმინდის პარკში

უწყების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების კუთხეები.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ფესტივალზე წარმოდგენილი ჩაი, თაფლი და სხვადასხვა სახის ნუგბარი. საკუთარ პროდუქციას წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები წარმოადგენენ.

ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. დასწრება თავისუფალია.