ავარია ჩაქვის გვირაბთან - დაშავებულია 50 წლის ქალი

ქალბატონს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება
Sputnik

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ავარიის შედეგად დაშავდა 50 წლის ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქალბატონს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.