ყვითელი ამბები

ჯანეტი და ნოე: ულამაზესი წყვილის თაფლობის თვის ფოტოები

ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ თაფლობის თვეში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიარეს
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილი საქართველოში - „მის საქართველო 2011“ ტიტულის მფლობელი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ Imedi-ს პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე - საქორწილო მოგზაურობას აგრძელებს.

„მის საქართველო 2011“ თხოვდება >>

ახალდაქორწინებულებმა უკვე მოიარეს ანტალია, ანკარა, ფლორენცია, სანქტ-პეტერბურგი, ახლახან კი ვენაში იყვნენ.

თურქეთში ნოე და ჯანეტი ინახულა თოკ-შოუ „პრაიმ-ტაიმის“ გუნდმა, რომლის ახალი გამოშვება მათი გაცნობისა და სიყვარულის ისტორიას მიეძღვნება. გადაცემა Imedi-ს არხზე ოთხშაბათს გავა.

თუმცაღა, ამჟამად წყვილი იმყოფება თბილისში, სადაც ჯანეტ ქერდიყოშვილი ვერ გამოტოვებდა  სეზონის ყველაზე მოდურ მოვლენას - მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week, კერძოდ კი დიზაინერული ბრედ Dalood-ის ახალი კოლექციის ჩვენებას.

როგორც თავიანთ ურთიერთობებს, ისე ქორწილს ნოე და ჯანეტი არ აფიშირებენ. ნიშნობის შესახებ ჟანეტმა დაწერა თავის Instagram-ში და ატვირთა ფოტო ნიშნობის სმაილებით.

ჯანეტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ხოლო ნოე სულაბერიძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მეორე მეუღლეს, ტელეწამყვან ეკა სამხარაძეს ის 2014 წელს დაშორდა. სულაბერიძეს ორივე ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟანეტი 18 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ ის ამას უარყოფდა - სილამაზის კონკურს „მის საქართველოს“ წესდებით კონკურსში გათხოვილი ქალბატონების მონაწილეობა არ დაიშვება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს დაიბადა თბილისში. "მის საქართველო 2011"-ის ტიტული 19 წლისამ მიიღო. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში უკრაინაში, ასევე იყო წამყვანი ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემისა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურები". ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.