ვინ იბრძოლებს ზურაბიშვილის სადეპუტატო სავარძლისთვის პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთავარი კონკურენტები ექიმი ლადო კახაძე და ადვოკატი შალვა შავგულიძე იქნებიან.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის მთაწმინდის რაიონში 20 კანდიდატი იბრძოლებს – 14 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის. ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები.

ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ>>

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო 2016 წლის ოქტომბრიდან.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა

კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულებულია.

დეპუტატობის კანდიდატებს შორის ექვსი ქალია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძირითადი ბრძოლა არჩევნებზე გაიმართება მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კანდიდატს, ცნობილ ექიმ ვლადიმერ (ლადო) კახაძესა და ორი პარტიის - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „თავისუფალი დემოკრატების" ერთიან კანდიდატს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს შორის.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც „ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ წარმოადგინოს და თავისი რესურსით მხარი დაუჭიროს „ევროპული საქართველოს" კანდიდატს.

რიგითი ნომერიკანდიდატიპარტია/ბლოკი
N4ნიტა სიხარულიძე„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"
N9გიორგი ანდრიაძე„თავისუფალი საქართველო"
N13შალვა შავგულიძე„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები"
N17გიორგი ლილუაშვილი„საქართველო“
N21გიორგი შალიკაშვილი„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"
N23თებეა თენგიანი„ახალი ქრისტიან-დემოკრატები"
N24მამუკა ტუსკაძე„მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის"
N27ვალისა ღვინჯილია"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო"
N28მიხეილ სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”

N31ირმა რაზმაძე

 „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”

N33ჯემალ ნადარეიშვილი

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა"

N35ჰერმან საბო„გირჩი"
N38ნოდარ ინანეიშვილი„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"
N41ვლადიმერ კახაძე„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"
N42ლევან იოსელიანისაინიციატივო ჯგუფი
N43კობა დავითაშვილისაინიციატივო ჯგუფი
N44სოფიო ხორგუანისაინიციატივო ჯგუფი
N45გრიგოლ გეგელიასაინიციატივო ჯგუფი
N46იოსებ კობერიძესაინიციატივო ჯგუფი
N47თამარ ალფაიძესაინიციატივო ჯგუფი

 

შუალედური საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.