სექსოლოგი: რეგულარული სექსი ხსნის სტრესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს

სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე საუბრობს, სასარგებლოა თუ არა სექსი ჯანმრთელობისთვის.
Sputnik

 

„სექსი მარტო სიამოვნება არაა. ამ დროს თავის ტვინი გამოიმუშავებს ურთულეს ნივთიერებებს – ბიოლოგიური ნარკოტიკის მაგვარ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები ხსნის სტრესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს“, – ამბობს არჩილ ბაქრაძე.

სექსოლოგის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე არის.