პირველად საქართველოში – თბილისში გოლფის ჩემპიონატი გაიმართება

გოლფ-კლუბი, რომლის მინდვრებზეც გაიმართება ჩემპიონატი, ესტონეთის პრეზიდენტმა გახსნა.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში თბილისის გარეუბანში 18-19 მაისს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში პრემიუმ კლასის პირველი გოლფ კლუბი გაიხსნა

ტურნირი ჩატარდება კომპლექსის Tbilisi Hills Golf & Residences ტერიტორიაზე. შეჯიბრებაში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფისტი მიიღებს.

საქართველოში ყველაზე დიდი გოლფ-კლუბი Tbilisi Hills, რომლის ფართობი 331 ჰექტარია, თბილისის რამდენიმე გარეუბანს მოიცავს, ესენია კრწანისი, ორთაჭალა, წავკისი და ქვემო თელეთი. გოლფ-კლუბი ესტონელი ინვესტორების სახსრებით შენდება და მის გახსნაში მონაწილეობდა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კელიულაიდი. უახლოეს 10 წელიწადში აქ სასტუმროებისა და კოტეჯების გახსნა იგეგმება.

საქართველოში გოლფის ფედერაცია 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანია გოლფისა და მინი-გოლფის კლუბების, გაერთიანებების, ასოციაციების ჩამოყალიბება, ასევე სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებისა და განვითარების ხელშეწყობა.