მოუსვენარი ენოტი ზარმაც კატასთან თამაშს ცდილობს – სახალისო ვიდეო

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში
Sputnik

შინაური ცხოველები ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოების მთავარი გმირები ხშირად არიან. ასეთი ვიდეოები კი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში.

ენოტი დიდხანს სთხოვდა კატას მასთან თამაშს, თუმცა საპასუხოდ მცირედი რეაქციაც კი ვერ მიიღო და უბრალოდ დაიძინა.

კადრებში ჩანს, როგორ სხედან კატა და ენოტი სავარძლის საზურგეზე. ენოტი გამუდმებით მოძრაობს და მეგობარსაც თამაშში იწვევს, თუმცა ზარმაც კატას თამაში არ უნდა. ყველაფერს ცდილობს ენოტი, თუმცა უშედეგოდ, მან ვერ შეძლო კატის ადგილიდან დაძვრა. ბოლოს ნაწყენი ეშვება მცდელობას, უბრალოდ წვება მუცელზე და იძინებს.