მაისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

გაზაფხული - სიყვარულის სეზონია. ამურული შტრიხების გათვალისწინებით, მაისი, პირობითად, ორ ნაწილად გაიყოფა. თვის პირველ ნახევარში სირთულეებია მოსალოდნელი, ხოლო მეორე ნახევარში პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება.
Sputnik

მაისი პრაქტიკული ნაბიჯებისა და კონკრეტული ქმედებების დროა. იდეები, რომლებიც აპრილში გაჩნდა, ახლა უნდა იყოს რეალიზებული.

2019 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15 მაისს ვენერა კუროს ნიშანში გადავა და იქ 9 ივნისამდე დაჰყოფს. ამ პერიოდში გაძლიერდება კომფორტისა და სიამოვნებების მიღების მოთხოვნილება, გამძაფრდება შეხების, სურნელის, ბგერების აღქმა. ამ პერიოდში ქალებში გაიზრდება ლამაზი, ძვირფასი ნივთების ყიდვის მისწრაფება. მატერიალური სფერო მაისის მეორე ნახევარში ძალზე აქტუალური იქნება. ასე რომ, ვისაც საშუალება გექნებათ, არ იძუნწოთ და გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, ეს თქვენს ურთიერთობებს განამტკიცებს.

ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის უფრო წარმატებული და იღბლიანი მაისის მეორე ნახევარი იქნება. გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რა გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე გაზაფხულის ბოლო თვეში, როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ - ამაში ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ.