მაია ასათიანი: პროფილი არ არის ჩემი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი საუბრობს, რა პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.
Sputnik

„ათასი სისულელე და სიბინძურე დაუწერიათ ჩემზე, რა აღარ დაუბრალებიათ, არც ერთ ამ სისაძაგლეს და ჭორს ისე არ გავუღიზიანებივარ, როგორც ერთ სულელურ ჭორს, ვითომ მკერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მკერდი არის ჩემი. პროფილი არ არის ჩემი, უფრო გრძელი ცხვირი მქონდა“, – ამბობს ასათიანი.

ტელეწამყვანის თქმით, ყოველთვის ჰქონდა გრძელი ცხვირის კომპლექსი, ამიტომ 24 წლის ასაკში გაიპარა სახლიდან და ჩუმად გაიკეთა ცხვირის ოპერაცია.