კესარია: ქორწილს ვიწრო წრეში გადავიხდი, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში

მოდელი კესარია აბრამიძე საუბრობს იმაზე, სურს თუ არა გათხოვება.
Sputnik

„გათხოვება არ მინდა, მაგრამ მიფიქრია ჩემ ქორწილზე. მინდა, რომ ჩემი ქორწილი იყოს ზღვისპირა ქალაქში, სადაც იქნება ლამაზი გარემო და სიმშვიდე. ძალიან ვიწრო წრეში გადავიხდი, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში“, – ამბობს აბრამიძე.

კესარიას თქმით, დიდ, გრანდიოზულ საპატარძლო კაბაზე არასოდეს უოცნებია, სურს ქორწილში თეთრი, სადა კაბა ეცვას.