ელეგანტური კაბები მწერალთა სახლში: თბილისში მოდის კვირეული უჩვეულო ჩვენებით დაიწყო

Sputnik

დაიწყო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების გახსნის დღის სურათები.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ხუთშაბათს, 2 მაისს გაიხსნა. ღონისძიება ცნობილი ქართველი დიზაინერისა და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის პერფორმანსით დაიწყო.

დიზაინერმა საღამოს კაბების ახალი კოლექცია მწერალთა სახლში წარმოადგინა. შენობა გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა დავით სარაჯიშვილისთვის, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მეწარმე და მეცენატი იყო.

კვირეულის ჩვენებები დაგეგმილია სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სასტუმროში Stamba, სტადიონ „დინამო-არენაზე“, Cafe Gallery-ში, სასტუმროში Moxy Tbilisi, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სხვა ტერიტორიებზე.

Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეული, რომელსაც აწყობს კომპანია Mercedes-Benz. ღონისძიება ყოველ წელს იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

1 / 12
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ხუთშაბათს, 2 მაისს გაიხსნა. ღონისძიება ცნობილი ქართველი დიზაინერისა და ფოტოგრაფის, ირმა შარიქაძის პერფორმანსით დაიწყო
2 / 12
დიზაინერმა საღამოს კაბების ახალი კოლექცია წარმოადგინა მწერალთა სახლში
3 / 12
შარიქაძის პერფორმანსში ცნობილი ქართველი მოდელები მონაწილეობდნენ
4 / 12
ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავეების და ბალერინები
5 / 12
პერფორმანსის გამორჩეული მონაწილე გახდა მოდელი ქრისტი ყიფშიძე
6 / 12
არანაკლებ ბრწყინვალე იყო საქართველოს ეროვნული ბალეტის - „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი თეა დარჩია
7 / 12
მოდის კვირეული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi 2-დან 6 მაისამდე გაგრძელდება
8 / 12
მოდისა და სტილის თაყვანისმცემლებს ეძლევათ საშუალება იხილონ 2019 წლის შემოდგომა ზამთრის ახალი კოლექციები ქართველი და უცხოელი დიზაინრებისგან
9 / 12
ტრადიციულად, Mercedes-Benz Fashion Week-ს ესტუმრება ათობით უცხოელი სტუმარი, მათ შორის იქნებიან კრიტიკოსები და ცნობილი სამოდელო გამოცემების ჟურნალისტები
10 / 12
Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ს ორგანიზატორი სოფო ჭყონია უამრავი ახალი კოლექციისა და პერფორმანსის ხილვას პირდება ღონისძიების სტუმრებს
11 / 12
ჩვენებები ძირითადად დაგეგმილია სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სასტუმროში Stamba, სტადიონ „დინამო-არენაზე“, Cafe Gallery-ში, სასტუმროში Moxy Tbilisi, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სხვა ტერიტორიებზე
12 / 12
Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეული, რომელსაც კომპანია Mercedes-Benz აწყობს. ღონისძიება ყოველ წელს იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში