ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად მაისში – ტოპ-ხუთეული

ასტროლოგები აცხადებენ, რომ მაისში ყველაზე მეტად ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გაუმართლებს. ამ ნიშნების წარმომადგენლებმა უნდა იაქტიურონ, დაიწყონ მოძრაობა საკუთარი ოცნებისკენ, სამყარო კი მათ რთულ მომენტებში დაეხმარება.
Sputnik

იღბლის მოზიდვისთვის სახლში დადებითი ენერგეტიკა უნდა შექმნათ. დროულად დაალაგეთ სახლი, გადაყარეთ უსარგებლო და ძველი ნივთები. ეს მინიმალური საქმეებია იმისთვის, რომ მშობლიური კედლები მუშაობისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი გახდეს.

კურო

კუროებს გაუმართლებს. მაისი ხომ მათი თვეა. იღბალი გაუღიმებს ყველა სფეროში - სიყვარულშიცა და ფინანსებშიც. რთული იქნება მაისის შუა პერიოდი. გაიზრდება იმპულსურობა, ამიტომ საჭირო იქნება ემოციების შეკავება. მიუხედავად ამისა, თვე კარგია ახალი საქმეებისთვის, სამსახურში საპასუხისმგებლო ამოცანების გადაჭრისთვის. ახლა ისე გიმართლებთ, როგორც სხვა არც ერთ ნიშანს, ამიტომ - წინ!

2019 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ტყუპი

ტყუპებისთვის დადგა პერიოდი, რომელიც იდეალურია თვითანალიზისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ვარსკვლავები მათ დაეხმარებიან არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც კარიერულ ზრდასა და შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს. სიყვარულში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება უჩვეულო და კაშკაშა მოქმედებები. ქარიზმის თვალსაზრისით მათ ბადალი არ ეყოლებათ. ნაყოფს გამოიღებს ფლირტი, რომანტიკული შეხვედრები.

ქალწული

ქალწულებს მუშაობის, ახალი გატაცებებისთვის მოტივაცია ექნებათ. გაეხსნებათ ახალი ჰორიზონტები. პლანეტები და ვარსკვლავები სრულ ჰარმონიაში იქნებიან. ახალ ჰორიზონტებზე სირთულეები და უსიამოვნებები მოსალოდნელი, პრაქტიკულად, არ არის. მაისი ძალიან კარგია დასვენებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ პერიოდში პირველი რიგის ამოცანაა სულზე და სხეულზე ზრუნვა, დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი.

როგორ დავგეგმოთ მაისის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

სასწორი

სასწორებს დიდი შანსები ექნებათ სასიყვარულო გამარჯვებებისა და საქმეებში წარმატებებისა. ვარსკვლავების აღმშენებლობითი განწყობა და ენერგეტიკა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გახდის უფრო თამამს, შეუპოვარს. გამძაფრდება ინტუიცია, რომელიც არაერთხელ იხსნის მათ ფიასკოსგან. სამყარო დაეხმარება მათ, რომ ნებისმიერი ვითარებიდან იპოვონ გამოსავალი. მთავარია, არ მოიკიდონ მტრები და არავის შეუქმნან დაბრკოლება.

თევზები

თევზებისთვის ხელახალი გააზრების პერიოდი იწყება. სამყარო მათ სასიამოვნოდ გააოცებს, მისცემს შესაძლებლობას ცხოვრებაში ახალ გზებს მიაგნონ, სულიერი ჰარმონია მოიპოვონ. მაისში სახლი თქვენი ძალა გახდება. აქ უკეთესად შეძლებთ ენერგიით დამუხტვას, რათა შედეგად მეტ წარმატებებს მიაღწიოთ სამუშაოსა და სიყვარულში. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა განმარტოვდეთ – ხანდახან შეიცვალეთ გარემო და ადამიანებთან იქონიეთ ურთიერთობები. მაისი თევზებისთვის მაქსიმალური თავისუფლების პერიოდია.