საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ

ზაფხულის სეზონზე საქართველოში 39 უცხოური ავიაკომპანია იფრენს.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე) კვირაში საშუალოდ 590 რეისი განხორციელდება – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა ავიაკომპანიების ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენების გრაფიკი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ავიარეისებს განახორციელებს ორი ქართული და 39 უცხოური ავიაკომპანია, მათ შორის, სამი სატვირთო.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2019 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 52 მიმართულებით შესრულდება.

ავიარეისების მიმართულებები თბილისის აეროპორტიდან

ქვეყანაქალაქი

საბერძნეთი

ათენი, სალონიკი

ყაზახეთი

ნურსულთანი, აქთაუ

ჰოლანდია

ამსტერდამი

ესპანეთი

ბარსელონა

აზერბაიჯანი

ბაქო

ბაჰრეინი

მანამა

იტალია

ბოლონია
ბელგიაბრიუსელი

გერმანია

ბერლინი, მიუნხენი
რუმინეთიბუქარესტი
კატარიდოჰა
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდუბაი, შარჯა

რუსეთი

 

 

ეკატერინბურგი, ვორონეჟი, კრასნოდარი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პერმი, ჟუკოვსკი, დონის როსტოვი, სამარა, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, უფა, ყაზანი
კვიპროსიირაკლიონი
თურქეთისტამბული, ანკარა
დიდი ბრიტანეთილონდონი
ქუვეითიელ-ქუვეითი
სომხეთიერევანი
პოლონეთივარშავა
ავსტრიავენა
ირანითეირანი
ისრაელითელ-ავივი
უკრაინაკიევი
ბელარუსიმინსკი

საფრანგეთი

პარიზი
ჩინეთიპეკინი-ურუმჩი
ჩეხეთიპრაღა
ლატვიარიგა
საუდის არაბეთიელ-რიადი, ჯიდა, ედ-დამამი
ეგვიპტეშარმ-ელ-შეიჰი, ხურგადა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება 28 მიმართულებით.

ავიარეისების მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ქვეყანაქალაქი
საბერძნეთიათენი, სალონიკი
ესპანეთიბარსელონა
გერმანიაბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი
უნგრეთიბუდაპეშტი
პოლონეთივარშავა, ვროცლავი, კატოვიცე, გდანსკი, კრაკოვი
ლიეტუვავილნიუსი
ავსტრიავენა
კვიპროსილარნაკა
დიდი ბრიტანეთილონდონი
იტალიამილანი, რომი, ბარი
რუსეთიმოსკოვი
საფრანგეთიპარიზი
ჩეხეთიპრაღა
ლატვიარიგა
შვეიცარიაბაზელი
ბელგიაბრიუსელი
ნიდერლანდებიეინდჰოვენი
დანიაკოპენჰაგენი
ესტონეთიტალინი

ბათუმის აეროპორტიდან ზამთრის პერიოდში რეისები შესრულდება 14 მიმართულებით.

ავიარეისების მიმართულებები ბათუმის აეროპორტიდან

ქვეყანაქალაქი
აზერბაიჯანიბაქო
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდუბაი
ისრაელითელ-ავივი
უკრაინაკიევი
ბელარუსიმინსკი
რუსეთიმოსკოვი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, პერმი, დონის როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი
თურქეთისტამბული
საუდის არაბეთიელ-რიადი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის ზაფხულის სეზონზე კომპანიები Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo განახორციელებენ რეგულარულ სატვირთო რეისებს შემდეგი მიმართულებებით: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისი-თურქმენბაში) და სტამბული.

სულ 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 5,2 ათასი სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია. აქედან რეგულარული რეისი იყო 4 640, ხოლო ჩარტერული – 560.

საქართველოში ჩამოფრენას მსოფლიოს უფრო მეტი ქალაქიდან შეძლებენ