ხანძარი ოზურგეთის ტყეში: განადგურებულია 3 ჰექტრამდე ფართობი

ამ დროისთვის დაბა ლაითურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი გუდამაყრის ხეობაში ჩააქრეს

დაბა ლაითურის ტყეში ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია“, – განაცხადეს  ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ტელეკომპანიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.