თბილისი და ქვეყნის დიდი ნაწილი დენის გარეშე დარჩა: რა მოხდა?

ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისსა და რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

ამ დროისთვის ელექტროენერგია ალტერნატიული წყაროებით მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდება. ასევე, "თელასის" არცერთ ქვესადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თითქმის მთლიანად გამორთულია ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დენი არ მიეწოდება რუსთავს და სამცხე-ჯავახეთის ნაწილს.

როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.