უცნაური და სასარგებლო: იის მურაბა ფრანგულად – დეტალური რეცეპტი

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ გამოდგება მხოლოდ ველური იების გვირგვინის ფურცლები და არა მსხვილყვავილედიანი ჯიშები ან ჰიბრიდები
Sputnik

მურაბა — არაბული წარმოშობის სიტყვაა (murabba) და აღნიშნავს შაქრის სიროფში მოხარშულ და დაკონსერვებულ ხილს ან კენკრას.

დიასახლისები მურაბას ხარშავენ თითქმის ყველანაირი ხილისა და ასევე ბევრი ბოსტნეულისგან, მაგალითად, ბადრიჯნისა თუ პომიდვრისგან.

გამორიცხული არ არის, ისიც გსმენოდეთ (ან იქნებ გასინჯულიც გაქვთ), რომ ფანტასტიკური მურაბა იხარშება ვარდის ფურცლებისგანაც – გემრიელი და ძალიან სასაგებლო.