დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 2 მაისი

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
Sputnik

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

დღის დასაწყისი შესანიშნავად ესადაგება რთულ და მნიშვნელოვან საქმეებზე ფიქრს, არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში გარკვევას. გასაგები ხდება ის, რაც ადრე გაურკვეველი იყო, იმსხვრევა ილუზიები, ჩნდება განსაზღვრულობა სამომავლო გეგმებში. ის ადამიანებიც კი, რომლებიც, უმეტესად ღრუბლებში ფრენენ და სასურველს რეალობად მიიჩნევენ, ახლა ყველაფერს უფრო მეტად რეალურად შეხედავენ.

დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ადვილია შეთანხმება მათთან, ვისთანაც რაღაც გაერთიანებთ - ინტერესები, ცხოვრებაზე შეხედულებები, გრძელვადიანი მიზნები. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიების დაწყება.