დაბერებული ცნობილები: როგორ გამოიყურებიან მილიონობით ადამიანის კერპები

Sputnik

ასაკის მატებასთან ბრძოლა და ასაკობრივი ცვლილებების მალვა ყველას ახასიათებს, განსაკუთრებით კი მსოფლიოსთვის ცნობილ ადამიანებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ლამაზად დაბერებული ვარსკვლავების სურათები.

ჩვენ აღგვაფრთოვანებენ ვარსკვლავები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან. ასაკობრივი ცვლილებების დაფარვის უნარი კი დიდ პატივისცემას იმსახურებს. ამ ადამიანებს არ ერიდებათ თქვან საკუთარი ასაკი, უფრო მეტიც, ისინი ამით ამაყობენ კიდეც. მართლაც, ბევრი ვარსკვლავი მიმზიდველად გამოიყურება 60 წლის შემდეგაც, ხოლო პლასტიკური ქირურგიას მიმართავენ თუ ბუნებრივად დაბერდებიან, ამას ყველა თავად ირჩევს.

 

1 / 15
ჰელენ მირენი ყველაზე ლამაზ ასაკოვან ქალად დასახელდა. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ელიზაბეთ II-ის როლი ფილმში „დედოფალი“. მსახიობი 1945 წლის 26 ივლისს დაიბადა ლონდონში
2 / 15
მისი ჯეიმს ბონდი არის ლამაზი, ჭკვიანი, პროფესიონალი, იღბლიანი და ლამაზი ქალებით გარშემორტყმული. შონ კონერი - პირველი და ერთადერთი ბონდი, რომელმაც მიიღო „ოსკარი“
3 / 15
ასაკში ასეთი იერის შენარჩუნება არა მხოლოდ ბევრი შრომის შედეგია, არამედ იღბალისაც. საიდუმლო არაა, რომ პლასტიკური ქირურგია ყოველთვის სასარგებლო არაა, თუმცა არა შერის შემთხვევაში - ის 72 წლის ასაკშიც შეუდარებლად გამოიყურება
4 / 15
მერილ სტრიპს თანამედროვეობის უდიდეს მსახიობად მიიჩნევენ კინოკრიტიკოსები და რეჟისორები. მან სამჯერ აიღო „ოსკარი“, ცხრაჯერ - „ოქროს გლობუსი“. გამოჩენილი მსახიობის ძირითადი მიღწევაა ის, რომ მისი ასაკი არ მოქმედებს არც მსახიობის კარიერაზე და არც მის იმიჯზე
5 / 15
საკულტო მსახიობად ჯონ ტრავოლდა კვენტინ ტარანტინოს „მაკულატურაში“ განგსტერის როლის შესრულების შემდეგ გახდა. პრემიერის შემდეგ ამერიკელმა მსახიობებმა ჯონს სხვა პროექტებში მონაწილეობაც შესთავაზეს
6 / 15
„როკ-ენ-როლის დედოფალი“, რვა „გრემის“ მფლობელი, მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ტინა ტერნერი პლასტიკურ ოპერაციებს ნამდვილად იკეთებდა, თუმცა იმდენად შეუმჩნევლად, რომ მისი თაყვანისმცემლები 79 ასაკშიც კი აღფრთოვანებულები არიან საკუთარი კუმირით
7 / 15
ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი სიუზენ სარანდონი ცნობილი აქტივისტიცაა და მისაბაძი მაგალითიც. 72 წლის ასაკში ის სიამოვნებით იძლევა რჩევებს, თუ როგორ დავბერდეთ ლამაზად
8 / 15
ჯუდი დენჩი - კინოს და თეატრის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც BAFTA-ს ჯილდოს და ოსკარს ფლობს. ის დარწმუნებულია, რომ ოთხმოცი წლის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება. ბოლო წლებში მის ფილმოგრაფიაში უამრავ საინტერესო როლსა და კარგ ფილმს იხილავთ
9 / 15
რიჩარდ გირი ბევრი ამერიკელის ბიოგრაფიას მოგახსენებთ, რომლებმაც სრულიად უქონლად, ნოლიდან დაიწყეს ყველაფერი და ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე წარმატების მწვერვალებს მიაღწიეს და გამდიდრდნენ
10 / 15
1990-იანი წლების სექს-სიმბოლო შერონ სტოუნი, მიუხედავად ნაოჭებისა, შესანიშნავად გამოიყურება 61 წლის ასაკში. მისი საიდუმლო უბრალოა: აქტიური ცხოვრება, ბევრი მოძრაობა, ცეკვა და არავითარი პლასტიკა
11 / 15
მიკი რურკის პოპულარობა მოუტანა ფილმმა „9 1/2 კვირა“. რურკმა ვერ შეძლო გამკლავებოდა „ვარსკვლავურ“ გამოწვევებს. მას მრავალჯერ ქონდა პრობლემა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. 90-იანების შუაში ის კინოეკრანებიდან გაქრა და კრივს მიჰყვა. სახეზე ასახული ტრავმების გამო მას გარეგნობის ძლიერ შეცვლა მოუწია
12 / 15
„გრემის“ შვიდგზის მფლობელი, 73 წლის „ქანთრის დედოფალი“ დოლი პარტონი არ მალავს, რომ მისი გარეგნობა ქირურგების დამსახურებაა
13 / 15
მადონა 60 წლის მომღერალია, რომელიც რეგულარულად მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას
14 / 15
როგორ შეიძლება არ გვიყვარდეს ადამიანი, რომელმაც სამყარო არაერთხელ გადაარჩინა? 64 წლის ბრიუს უილისი ასაკშიც საკმაოდ სიმპათიურად გამოოიყურება, თუმცა ბევრ ჩვენგან ის თეთრ მაისურში ჩაცმულ ახალგაზრდა გმირ პოლიციელად გვახსოვს
15 / 15
ჯერემი აირონსი - ინგლისელი კინოს და თეატრის მსახიობი, რომელიც უპირატესობას ყოველთვის ღრმა და სახასიათო ფილმებს ანიჭებდა. მისი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ არასდროს გაურბის პროვოკაციულ როლებს