„ორსულობის დროს სექსი არ შეიძლება მხოლოდ სამ შემთხვევაში: როცა არის სისხლიანი გამონადენი საშოდან, არის წყლების დაღვრა ნაადრევად, ყელის უკმარისობა და გაურკვეველი გენეზისის ტკივილი. მხოლოდ ამ შემთხვევებში უნდა შეიკავოთ თავი“, – ამბობს გვენეტაძე.
რეპროდუქტოლოგის თქმით, ის ყოველთვის ცდილობს აუხსნას წყვილებს, რომ ორსულობა სექსთან არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის და წყვილებს შეუძლიათ ორსულობის დროს თავისუფლად ჰქონდეთ სქესობრივი ცხოვრება.