თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

მოსახლეობის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია უკვე აღუდგა დედაქალაქის რამდენიმე უბანს.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

თბილისი და ქვეყნის დიდი ნაწილი დენის გარეშე დარჩა: რა მოხდა?

დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის, თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ელექტროენერგია თითქმის მთლიანად გამოირთო დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დენი არ მიეწოდება რუსთავსა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილს.

გარდა ამისა, ელექტროენერგია შეეზღუდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს შემდეგ ქუჩებს: ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.