ვახტანგ ყოლბაიამ თანამდებობა დატოვა

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, რუსლან აბაშიძემ ჩაანაცვლოს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ოფიციალურად დღეს მიმართა.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის უზენაეს საბჭოში ამაჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ჯანრი უბირიას, ზურაბ ხონელიძის, დავით ფაცაციას, ლელა გულედანისა და რუსლან აბაშიძის კანდიდატურები.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, რუსლან აბაშიძემ ჩაანაცვლოს, რომელსაც ამჟამად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.