თენგიზ სვანიძე: გეპატიჟებით ჩაისა და თაფლის ფესტივალზე მთაწმინდის პარკში

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის მთაწმინდის პარკში დაგეგმილ ჩაისა და თაფლის ფესტივალზე საუბრობს.
Sputnik

„მთაწმინდის პარკში ყოველწლიური, ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – ჩაისა და თაფლის ფესტივალი 5 მაისს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგხვდებათ: ჩაის, თაფლის, ნუგბარის დეგუსტაცია, წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები, მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების კუთხეები და ჩატარდება კონცერტი“, – აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, კონკურენტული და გაცნობითი ხასიათის გარემოს შესაქმნელად ფესტივალზე ჩაის იმპორტიორი კომპანიებიც დაიშვებიან.