მსოფლიო დღეს

სერბეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სერბი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქეებს ბრალს ოფიციალურად 48 საათის განმავლობაში წარუდგენენ
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. დასავლეთ სერბეთის ქალაქ უჟიცეში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სერბულ მედიაზე დაყრდნობით.

ქართველმა იტალიაში საღეჭი რეზინი მოიპარა და პოლიციას შპრიცით დაემუქრა

ორივე პიროვნება ქურდობაშია ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას მოპარული ნივთები აღმოაჩინეს, მათ შორის ოქროს სამკაულები, ფულადი თანხა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სერბი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ დაკავებულებმა ბოლო თვეების განმავლობაში სამი ბინა გაქურდეს.

ამჟამად, საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, მათ ბრალს ოფიციალურად 48 საათის განმავლობაში წარუდგენენ.