ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „მეთევზე და გოგონა" გერმანია დაიპყრო

„მეთევზე და გოგონა" 15-წუთიანი გულის ამაჩუყებელი ისტორიაა 5 წლის გოგონასა და მის მეთევზე მამაზე.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა" Arc Film Festival-ის პრიზიორი გახდა, რომელიც 25-19 აპრილის პერიოდში გერმანულ ქალაქ მაინცში გაიმართა.

მონსტრები თბილისში: სოლოლაკში ზომბებმა აღლუმი მოაწყვეს

როგორც სტუდია 20 Steps Production-ში იუწყებიან, რომელიც ფილმის წარმოებაზე მუშაობდა, „მეთევზე და გოგონამ" გაიმარჯვა ორ ნომინაციაში - Best Scenography და Art of Sences.

„ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილს და ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს", – ნათქვამია 20 Steps Production-ის განცხადებაში.

„მეთევზე და გოგონა" 15-წუთიანი გულის ამაჩუყებელი ისტორიაა 5 წლის გოგონასა და მის მეთევზე მამაზე. ეს არის ფაქიზი, ლამაზი მოთხრობა პარალელურ ცხოვრებაზე, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, სანამ მამა სარჩოს შოულობს, გოგონა კი სახლის საქმეებს აკეთებს. ფილმის ტრეილერი შეიძლება იხილოთ აქ.

2018 წელს მამუკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ქალაქ ანისში ჩატარდა. მაშინ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი შევიდა საკონკურსო პროგრამაში „პერსპექტივები" (Perspectives).