თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის მოსახლეობას რიგით 126-ე იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლა მიულოცა.
ნარუჰიტო იმპერატორ აკიჰიტოს უფროსი ვაჟია. აკიჰიტომ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ტახტზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა. ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონიაში 24 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მთავრობის მეთაური სინძო აბე და მინისტრები.
„საქართველოსა და იაპონიას დიდი ხნის კავშირები და მეგობრობა აქვთ. მზად ვართ ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რათა ეს კავშირები მეტად გაძლიერდეს", – წერს ბახტაძე Twitter-ში.