მაია გოთუა: „Stop ასთმა!“ ანუ რა უნდა ვიცოდეთ სეზონურ ასთმაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა სეზონურ ბრონქულ ასთმაზე საუბრობს.
Sputnik

„პაციენტს, რომელსაც ასთმის გარკვეული სიმპტომები აწუხებს, მაგალითად, ამოსუნთქვის ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, პირველ რიგში სჭირდება სპირომეტრი, ანუ ამოსუნთქული ჰაერის განსაზღვრა. ამის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორ რეაგირებს ორგანიზმი გამოკვლევებსა და მედიკამენტებზე. წელს მთავარი დევიზია – „შევაჩეროთ ასთმა“, ანუ „Stop ასთმა!“ – აღნიშნა მაია გოთუამ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, ასთმის მართვისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სრულ კონტროლს.