როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში 3 მაისს

პარასკევს ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 3 მაისს თბილ და ცვალებად ამინდს პროგნოპზირებენ.

მზე 05:55 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.

დილიდან მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, ნაშუადღევს მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +24 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.