თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფაქტზე გამოძება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის მხარეს შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 45 წლისაა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.