შორენა ბეგაშვილი შეცვლილი იმიჯით ტინა კუნაკის შეადარეს

Sputnik

ცნობილმა ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა. მოდელმა თმა შეიღება და დაიხვია.

ქართველი სელებრითის Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოეში სოციალური ქსელის მომხმარებლები მის ახალ ვარცხნილობას დადებითად აფასებენ.

ის ცნობილ ფრანგ მოდელს, ტინა კუნაკისაც კი შეადარეს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ფრანგ მსახიობთან, ვინსენ კასელთან ურთიერთობის შემდეგ გახდა.