ზურაბიშვილი: საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა, რომ პრეზიდენტიც ადამიანია და ყველგან დადის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს იმაზე, რა რეაქცია აქვთ ადამიანებს, როცა მას ქუჩაში ან რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ხედავენ.
Sputnik

„დღეს, დილით აუზზე ვიყავი და ვიღაცას ძალიან გაუკვირდა – ადრე პრეზიდენტი რომ მიდიოდა სადმე, ყველაფერი იკეტებოდა და იმ ტერიტორიაზე ვეღარ დავდიოდითო“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტს თქმით, საზოგადოება ნელ-ნელა ეჩვევა, რომ პრეზიდენტიც ადამიანია და სადაც საჭიროა ყველგან დადის.