რა იზიდავს საქართველოში ისრაელის მოქალაქეებს

ისრაელის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ დოლარს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ თბილისში გამართული ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ასამდე მეწარმემ, ასევე საქართველოსა და ისრაელის ოფიციალური წრეების წარმომადგენლებმა.

ტურიზმმა საქართველოს წლის დასაწყისიდან ნახევარი მილიარდი დოლარი მოუტანა >>

ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ მსხვილი ბიზნესის - სამშენებლო, მაღალი ტექნოლოგიების სფეროს, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვათა სფეროს წარმომადგენლები.

„ისრაელის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან ნახევარი - კერძო ინვესტიციებია, მეორე ნახევარი - ტურიზმია“, - განუცხადა მოშემ ჟურნალისტებს.

რა იზიდავს საქართველოში ისრაელის მოქალაქეებს

მისი თქმით, ბიზნესფორუმი თავისებური გზავნილია ისრაელის მეწარმეებისთვის იმის გასაცნობად, თუ რამდენად მომგებიანია საქართველოში ბიზნესის წარმოება.

რატომ არ შეუშვეს ქართული საბავშვო ანსამბლი ისრაელში

მან ცალკე ისაუბრა ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების წყალობით საქართველოს შემოსავლების ზრდაზე.

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმით მიღებული შემოსავლები 28 მლნ დოლარით (5%) გაიზარდა. ამ 28 მილიონიდან 50% - ისრაელიდანაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მოშემ.

2019 წლის დასაწყისიდან ისრაელის მოქალაქეები საქართველოს 25 ათასჯერ ესტუმრნენ, რაც 2018 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელს 115%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის, ასევე უკრაინის მოქალაქეები.

„რაც შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, დღეისათვის ორი სასტუმრო შენდება. ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება კიდევ სამი სასტუმროს აშენება ებრაელი ინვესტორების სახსრებით“, - აღნიშნა მოშემ.

ახალი ინვესტიციები: საქართველოში ასამდე ბიზნესმენი ჩამოვიდა ისრაელიდან

ბიზნესფორუმში, მეწარმეთა გარდა, მონაწილეობა მიიღეს ქნესეთისა და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა მაღალჩინოსნები.

საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივნისში დამყარდა. ამის შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ფორმატში. სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2018 წელს 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა.