თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. იტალიაში საქართველოს მოქალაქე საღეჭი რეზინის მოპარვისთვის დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა იტალიის საპორტო ქალაქ ბარიში გუშინ მოხდა. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 35 წლის მამაკაცმა სუპერმარკეტიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა, რომელსაც ის შარვლის ჯიბეებში მალავდა.
პოლიციამ ბრალდებული ავტოსადგომზე გააჩერა და მისი გაჩხრეკა სცადა, რა დროსაც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლიციას შპრიცით დაემუქრა.