ზუგდიდში 50 ათასი ლარის ძვირადღირებული ავტონაწილები მოიპარეს

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი,  29 აპრილი — Sputnik.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ერთ–ერთი ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი

ბათუმში მოზარდებმა მაღაზიები გაქურდეს

მაღაზიის ადმინისტრაციის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით წაღებულია 50 ათასი ლარის ოდენობის ძვირადღირებულ ავტონაწილები და აკუმულატორები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

მაღაზიაში გადაჭრილია სათვალთვალო კამერების სადენები.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.