ქართველმა მართლმადიდებლებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს

Sputnik

აღდგომა უძველესი და ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ შეხვდნენ მორწმუნეები დღესასწაულს წმინდა სამების ტაძარში

აღდგომის დღესასწაული იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება, რაც ბიბლიური ისტორიისა და ქრისტიანობის საფუძველია. მართლმადიდებლურ სამყაროში აღდგომას 40 დღიანი მარხვა უძღვის წინ, დასავლურ ქრისტიანობაში კი - 50 დღიანი.

მორწმუნეები თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ, აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა.
დღესასწაულის თარიღი მოძრავი კალენდრით განისაზღვრება. მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგომის თარიღს იულიუსის კალენდრით საზღვრავენ, რომლითაც სარგებლობენ ქართული, სერბული, ებრაული, ათონისა და რუსული ეკლესიები.
აღდგომას ღვთისმსახურება აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიასა და ტაძარში. საქართველოში ჩამოაბრძანებენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან. შემდეგ მას ავრცელებენ მორწმუნეებს შორის.

1 / 15
მორწმუნეები დანთებული სანთლებით უვლიან სამების საკათედრო ტაძარს სააღდგომო ღვთისმსახურების დროს
2 / 15
აღდგომას საქართველოს მთავარ მართლმადიდებლურ ტაძარში ასობით მორწმუნე იყრის თავს
3 / 15
როგორც წესი, სანთლებს ტაძრის კედელთან არ ანთებენ, მაგრამ აღდგომა გამონაკლისია
4 / 15
აღდგომის დროს ეკლესიაში ბევრი ხალხი იყო, ვინც შიგნით შესვლა ვერ შეძლო, ტაძრის გარეთ ლოცულობდა
5 / 15
აღდგომის დღესასწაული იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება, რაც ბიბლიური ისტორიისა და ქრისტიანობის საფუძველია
6 / 15
მართლმადიდებლურ სამყაროში აღდგომის დღესასწაული უმნიშვნელოვანესია
7 / 15
მართლმადიდებლურ სამყაროში აღდგომას 40 დღიანი მარხვა უძღვის წინ, დასავლურ ქრისტიანობაში კი - 50 დღიანი
8 / 15
მორწმუნეები ანთებული სანთლებით წმინდა სამების კედლებთან
9 / 15
მომლოცველები სააღდგომო ღვთისმსახურების დროს
10 / 15
მორწმუნეები თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ, აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა
11 / 15
მორწმუნეები სანთლებს ანთებელ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში
12 / 15
მორწმუნეები სანთლებს ანთებელ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში
13 / 15
აღდგომის თარიღი მოძრავი კალენდრით განისაზღვრება, რაც მას გარდამავალ დღესასწაულად აქცევს
14 / 15
მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგომის თარიღს იულიუსის კალენდრით საზღვრავენ, რომლითაც სარგებლობენ ქართული, სერბული, ებრაული, ათონისა და რუსული ეკლესიები
15 / 15
აღდგომას ღვთისმსახურება აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიასა და ტაძარში. საქართველოში ჩამოაბრძანებენ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან. შემდეგ მას ავრცელებენ მორწმუნეებს შორის