მამა საბა ჭიკაიძე: ეკლესიურად არ არის სწორი აღდგომის მეორე დღეს საფლავზე გასვლა

ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა საბა ჭიკაიძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს მიცვალებულთა დღეზე.
Sputnik

„მიცვალებულთა საზოგადო მოხსენიებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულია განსაკუთრებული დღეები, როდესაც აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება და იხსენიება ყველა მართლმორწმუნე გარდაცვლილი. მოხსენიების დღეებია: ხორციელის შაბათი; დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი. კვირაცხოვლობის – თომას კვირის სამშაბათი, სულთმოფენობის დღესასწაულის წინა დღე და დიმიტრის შაბათი“ - ისაუბრა მამა საბამ.

დეკანოზის განმარტებით, აღდგომის მეორე დღეს საფლავზე გასვლა ხალხური ტრადიციაა და არა ეკლესიური.