ბუენოს–აირესს ზურაბ წერეთლის სკულპტურები გაალამაზებს

სკვერში, შესაძლოა, მთლიანი ექსპოზიცია დაიდგას, რომელშიც გამოსახული იქნება რუსული მულტფილმების გმირები.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ბუენოს–აირესში რუსეთის სახელობის სკვერში  მალე სკულპტორ ზურაბ წერეთლის ნამუშევრების ძეგლი გაჩნდება, განაცხადა არგენტინაში რუსეთის ელჩმა დმიტრი ფეოკტისტოვმა კონფერენციაზე. 

ზურაბ წერეთელი 85 წლის გახდა

რუსეთის ფედერაციის სახელობის სკვერი დედაქალაქის ჩრდილოეთით, ბელგრანოს რაიონში მდებარეობს, სადაც ცხოვრობს დამუშაობს ბევრი რუსი.

 „გვინდა, რომ რუსეთის ფედერაციის სკვერი როგორღაც რუსეთთან ასოცირდებოდეს, იყოს გალამაზებული, იდგეს ძეგლები. სიმართლეს გეტყვით, ჩვენ ჯერჯერობით ვერ შევძელით პროექტის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, თუმცა, მე აქტიურ მიმოწერას ვაწარმოებ ჩვენს სკულპტორ ზურაბ წერეთელთან“, – ციტირებს ფეოკტისტოვს РИА Новости.

როგორც არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღნიშნეს, ძეგლის კონცეფცია შემუშავების პროცესშია, იგი არ იქნება კონკრეტული ადამიანისადმი მიძღვნილი სკულპტურა, იგი უნდა იყოს რუსეთის ერთგვარი სიმბოლო.

სკვერში, შესაძლოა, მთლიანი ექსპოზიცია დაიდგას, რომელშიც გამოსახული იქნება რუსული მულტფილმების გმირები.