დღესასწაული ზღვაზე: ბათუმელებმა ბათუმობა აღნიშნეს

Sputnik

ათასობით ბათუმელმა და ქალაქის სტუმარმა ბათუმობა აღნიშNა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში „ბათუმობა 2019-ის“ სურათები

„ბათუმობა 2019“ აჭარის დედაქალაქში 28 აპრილს აღინიშნა. დღესასწაული მიეძღვნა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 131 წლის იუბილეს.

ქალაქის დღესასწაული საკმაოდ მასშტაბურად აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზებული იყო კულტურული და გასართობი ღონისძიებები. ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ გამოფენას, დეგუსტაციას, კინოჩვენებებსა და თეატრალური წარმოდგენებს.

საღამოს პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.

 

1 / 14
კვირას, 28 აპრილს ბათუმობა აღინიშნა
2 / 14
გასართობი ღონისძიებები კვირას შუა დღისას დაიწყო და ორშაბათამდე გაგრძელდება
3 / 14
დღესასწაულზე სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის გაკეთდა გასართობები
4 / 14
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ორგანიზებული იყო სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები
5 / 14
ქალაქის მკვიდრები და სტუმრები ძველ ფილმებს უყურებდნენ
6 / 14
ბულვარში გაიმართა ფოტოგამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
7 / 14
პატარებისათვის მოეწყო საბავშვო კუთხეც
8 / 14
წელს ქალაქის დღის აღნიშვნა აღდგომას დაემთხვა, ამიტომ გაიმართა მასტერ-კლასებიც სააღდგომო თემატიკაზე
9 / 14
„ბათუმობა 2019“ ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 131 წლის იუბილეს მიეძღვნა
10 / 14
ოფიციალურად ბათუმი ქალაქად გამოცხადდა 1888 წლის 28 აპრილს
11 / 14
დღესასწაულში მონაწილეობდნენ 13 ქალაქის დელეგაციები
12 / 14
აჭარის მთავრობამ სტუმრებისათვის ოფიციალური მიღება გამართა
13 / 14
სცენაზე 21:00 საათზე დაიწყო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები
14 / 14
როგორც წესი, ადრე ბათუმობას სექტემბრის დასაწყისში აღნიშნავდნენ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ, ხელისუფლებამ დღესასწაულის გაზაფხულზე გადატანა გადაწყვიტა